ავზანდაგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ავზანდაგ-ი (ოს. Æвзæндæг) — ქურთათის ხეობის სოფ. კორას მფარველი ღვთაება, რომლის სახელობის დღეობა ჯეორგუიბას (გიორგობის) დღესასწაულის შემდგომ პირველ ორშაბათს იმართება. სოფ. კორას მცხოვრებნი სათანადო მსხვერპლშეწირვისთვის იკრიბებიან ავზანდაგის სამლოცველში, რომელიც ალარდის სახელობის სალოცავის ახლოს დგას; ღვთაებას სოფლის მკვიდრთა კეთილდღეობასა და ყოველ საქმეში თანადგომას შესთხოვენ.



ლიტერატურა

  • Абаев В. И. Историко-этимологический словарь осетинского языка. Т. I. М.-Л., 1959.
  • Дзадзиев А. Б., Дзуцев Х. В., Караев С. М. Этнография и мифология осетин. Владикавказ, 1994.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები