ავთანდილ შულავრელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ავთანდილ შულავრელი - (XVIII ს.), ქართველი ხუროთმოძღვარი. ავთანდილ შულავრელმა ააგო ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარი სოფელ წესთან (ამბროლაურის რაიონი). მისი სახელი მოხსენიებულია აღმოსავლეთ ფასადის წარწერაში: „ამისი ოსტატი შულავრელი ავთანდილ, ვინც ნახოთ, შენდობა ბრძანეთ“. მეორე წარწერის მიხედვით, ძეგლი 1753 წელს აუგიათ რაჭის ერისთავის, როსტომის, ბრძანებით. ზედწოდების მიხედვით, ხუროთმოძღვარი უნდა იყოს ქვემო ქართლიდან, სოფელ შულავრის მკვიდრი. ტაძარი სწორკუთხა ნაგებობაა, მინაშენების გარეშე. გუმბათი ეყრდნობა საკურთხევლის კუთხეებსა და ორ ბოძს. ნაშენია ქვით და გარედან უხვადაა შემკული ჩუქურთმებით. აღსანიშნავია ის, რომ ორნამენტები ქართული ეროვნული ხასიათისაა. ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარი ძველი ქართული გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უკანასკნელი მნიშვნელოვანი ნიმუშია. შენობა XII-XIII საუკუნეების ეკლესიების ტიპს უახლოვდება, შემკულია მრავალრიცხოვანი ჩუქურთმით, ოსტატს ფასადის კომპოზიციის ზოგიერთი ძველი, უკვე დავიწყებული, ელემენტი აღუდგენია.

ხ. გაფრინდაშვილი

ლიტერატურა

ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967.

იხილე აგრეთვე

ავთანდილ შულავრელი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები