ავიაციით დაფარვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ავიაციით დაფარვა - გამანადგურებელი ავიაციის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა, რომლის მიზანია, არ დაუშვას, რომ მოწინააღმდეგის საჰაერო თავდასხმის საშუალებებმა დარტყმები მიაყენონ ჯარებს, საზღვაო ძალებს და ზურგის ობიექტებს, აგრეთვე აწარმოონ საჰაერო დაზვერვა. მან უნდა მიაღწიოს ჰაერში მოწინააღმდეგის მფრინავი აპარატების განადგურებას გამანადგურებლების აქტიური და გადამწყვეტი მოქმედებით. ავიაციით დაფარვა ხორციელდება საჰაერო თავდაცვის საზენიტო საშუალებების დაჯგუფებასთან ურთიერთქმედებით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები