ავიდი-ვინდონი რასთაგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ავიდი-ვინდონი რასთაგ-ი (ოს. Æвыды-вындоны рæстæг – „უცოდველ-ცოდვიანი დრო“) – ოსური მითოლოგიის უხსოვარი დრო, როცა დაუცველ ადამიანზე ავსულები და დევები ბატონობდნენ; ადამიანი დაუცველი იმიტომ იყო, რომ არაფრის გაკეთება არ შეეძლო; დევები ხალხისგან ადამიანთა სახით ხარკს იღებდნენ; ისინიც ენით სინჯავდნენ მსხვერპლს და თუ გემო მოეწონებოდათ, შეჭამდნენ, თუ არადა – შინ უშვებდნენ; ერთხელ, როცა შვიდთაგან ერთი დის მსხვერპლად მიყვანის რიგი დადგა, ვასთირჯი გამოჩნდა; მან დებთაგან ყველაზე გამხდარი ამოარჩია და უბრძანა გაეკეთებინა ის, რასაც ეტყოდა; დევმა ენით გასინჯა ქალიშვილი და არ მოეწონა; მაშინ ვასთირჯმა დევს ურჩია, მსხვერპლი არა ენის წვერით, არამედ მისი ქვედა ნაწილით გაესინჯა, ხოლო იმისთვის, რომ უგმური მსხვერპლი შემთხვევით არ გადაეყლაპა, ენის წვერი დიდი ჩანგლით დაეჭირა; ვასთირჯის მითითებით, ქალიშვილმა, რომელსაც დევის ენის წვერი ჩანგლით ეკავა, იგი სოფელში მოიყვანა; ბოლოს, ვასთირჯმა ადამიანებს ასწავლა, როგორ ამოეთხარათ დიდი ორმო, სადაც ჩააგდეს კიდეც დევი; ასწავლა ქვების ჩაგდებაც, და არამარტო ეს, არამედ ხელკეტის გამოყენება, მსხვერპლის დევნა და მისგან გაცლა. ამგვარად, ადამიანებმა დევების ხოცვა დაიწყეს. მათი გაწყვეტის შემდეგ ეშმაკებიც გაანადგურეს.



ლიტერატურა

  • Сокаева Д. В. Легенды и предания осетин: контекст традиций. Владикавказ, 2010;
  • Таказов Ф. М. Архетипы культурного героя в осетинской мифологии // III Всероссийкие Миллеровские чтения. Материалы научной конференции 4-5 октября 2012 г. Владикавказ, 2012; მისივე, Устное народное творчество // Осетины. Серия «Народы и Культуры». Ответственные редакторы З. Б. Цаллагова, Л. А. Чибиров. М., 2012.



წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები