ავნადარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ავნადარა (აჳნადარა) - აფხ. „სახლში შეყვანა“ , ჩვეულებითი სამართლის კანონებით რეგულირდებოდა. სისხლ-მესისხლეობის შეწყვეტის ერთ-ერთი მიზანი ხელოვნური დანათესავების ჩვეულება იყო. ეს ჩვეულება ორ საგვაროს შორის კონფლიქტის დასარეგულირებლად მოიხმარებოდა. იგი ორ შემთხვევაში ხდებოდა: 1. როცა დამოყვრების მოსურნე მოიპატიჟებდა იმას, ვისთან დამოყვრებაც სურდა, სუფრას გაუშლიდა, არახვთიაა-ს, ანუ პირუტყვს მისცემდა. ამის შემდეგ ეს ადამიანები ახლობლები ხდებოდნენ. 2. სისხლ-მესისხლეობის შემთხვევაში თუ მკვლელი მესისხლის ოჯახის მცირეწლოვან ვაჟს (შვილს, შვილიშვილს) მოიტაცებდა გასაზრდელად, მესისხლეობა ავტომატურად წყდებოდა. მოტაცებული 17 წლამდე მამა-მძუძესთან იზრდებოდა.შემდეგ იგი დასაჩუქრებული კარგი ტანსაცმლით, ქამარ-ხანჯლით, ცხენით და სხვ. პატრონს უბრუნდებოდა. ორ დაპირისპირებულ გვარს შორის ნათესაური კავშირი სხვაგვარადაც გვარდებოდა. თუ, ვთქვათ, მკვლელი ოჯახში ძალადობით შეიჭრებოდა და უხუცესს ან რომელიმე ქალს ძალით ძუძუზე კბილს დაადგამდა. შურისძიების პროცესი წყდებოდა, თუ მკვლელის დედა ჩუმადმოკლულის სახლში შეიპარებოდა, ძუძუმწოვარ ბავშვს საკუთარ მკერდზე პირს მიადებინებდა. ამ ჩველებების შესრულების შემდეგ XIX საუკუნეში საქმის მოგვარება უმეტესად სისხლის ფასის გადახდით რეგულირდებოდა.

წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები