ავსტრია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დროშა

ავსტრია (ავსტრიის რესპუბლიკა – Osterreichische Republik), სახელმწიფო ცენტრალურ ევროპაში, ზღვაზე გასასვლელის გარეშე.

ფართობი- 83,8 ათ. კმ2.

მოსახლეობა - 8,4 მლნ. კაცი (2012).

ოფიციალური ენა – გერმანული.

დედაქალაქი – ქ. ვენა.

ადმინისტრაციული დაყოფა: 9 მიწა (ლანდი).

აავსტრია ფედერალური რესპუბლიკაა.

სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია ფედერალური კანცლერი, საკანონმდებლო ორგანო – ორ პალატიანი პარლამენტი.

ავსტრია დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა 1918 წლის 12 ნოემბერს. II მსოფლიო ომის შემდეგ ოკუპირებულ იქნა სსრ კავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ჯარების მიერ. 1955 წლის 15 მაისს აღდგა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. 1955 წლის 26 ოქტომბერს გამოაცხადა ნეიტრალიტეტი.

ავსტრია განვითარებული ინდუსტრიული ქვეყანაა. სამხედრო მრეწველობა აწარმოებს საარტილერიო შეიარაღებას, ცეცხლსასროლ იარაღს და ტყვია-წამალს, ჯავშანტრანსპორტიორებს, მსუბუქ ტექნიკას.

ავსტრიას აქვს 6 საერთაშორისო აეროპორტი, მათ შორის – შვეხტი (ვენა).

შეიარაღებული ძალების საერთო რაოდენობა შეადგენს 21,7 ათ. კაცს (2012), შეიცავს სახმელეთო ჯარებს 12,8 ათ., რომლის შემადგენლობაშიც შედის სამხედრო-საჰაერო ძალები 8,9 ათ., რეზერვი – 195 ათ. დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები