ავსტრია-პრუსიის ომი 1866

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბლაიბტროი გ. "სადოვის ბრძოლა"

ავსტრია-პრუსიის ომი 1866, ბრძოლა პრუსიასა და ავსტრიას შორის გერმანიაში პირველობისათვის.

ავსტრიას სამხედრო მოქმედებების წარმოება მოუხდა ორი მიმართულებით – იტალიის (ავსტრია-იტალიის ომი 1866) და ჩეხიის ფრონტებზე. ვინაიდან ავსტრიამ იტალიის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ძალები გამოყო (დაახლოებით 140 000 კაცი), ჩეხიის ფრონტზე პრუსიელებს გარკვეული უპირატესობა ჰქონდათ (272 000 კაცი 261 000-ის წინაარმდეგ).

გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა ჩეხეთში, სადოვასთან, რომელშიც ავსტრიელები სასტიკად დამარცხდნენ (44 000 მოკლული, დაჭრილი და ტყვედ ჩავარდნილი).

პრაღის საზავო ხელშეკრულებით (1866) ავსტრიამ თანხმობა განაცხადა გერმანიის ახლებურ მოწყობაზე პრუსიის ჰეგემონობით. ავსტრია-პრუსიის ომი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო პრუსიის მიერ გერმანიის „ზემოდან“ გაერთიანების გზაზე.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები