ავტომატიზებული მართვის სახმელეთო კომპლექსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ავტომატიზებული მართვის სახმელეთო კომპლექსი - სამეთაურო საზომი კომპლექსი, ყველა ტიპის კოსმოსურ აპარატთან ინფორმაციის გაცვლის, მისი ავტომატიზებული შეგროვების და დამუშავების საბაზო კომპლექსი. მას, კოსმოსურ სივრცეში მოქმედი კოსმოსური აპარატების ერთობლიობის სამართავად საჭირო მათემატიკური უზრუნველყოფა აქვს. უზრუნველყოფს: კოსმოსური აპარატების გამოყენების დაგეგმვას, მათი მოძრაობის მართვას, კოსმოსური აპარატების მოწყობილობის ფუნქციონირების კონტროლს, კოსმოსური აპარატიდან მიზნობრივი სპეციალური ინფორმაციის მიღებას, კოსმოსური კომპლექსების ეკიპაჟებთან კავშირს. ავტომატიზებული მართვის სახმელეთო კომპლექსის საშუალებები განთავსებულია მთელ დედამიწაზე განლაგებულ სამეთაურო – გამზომ (სახმელეთო გამზომ) პუნქტებში: ცენტრალურ სამეთაურო პუნქტში, სხვადასხვა ტიპის კოსმოსური აპარატების მართვის ცენტრალური პუნქტების და პილოტირებული კოსმოსური აპარატების ფრენის მართვის ცენტრში.

სახმელეთო ავტომატიზებული მართვის კომპლექსის შემადგენლობაში შემავალი საშუალებების ერთობლიობას, რომელიც გამოიყენება ერთი ტიპის კოსმოსური აპარატების დაჯგუფების ან ერთი აპარატის მართვისთვის, ეწოდება მართვის სახმელეთო კომპლექსი. იგი კოსმოსური აპარატების მართვის საბორტო კომპლექსებთან ერთად შედის კოსმოსური აპარატების მართვის ავტომატიზებული სისტემის შემადგენლობაში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები