ავღადი ძიქუთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ავღადი ძიქუთა (ოს. Æвгъæды дзыккутæ – „პირველი თმა“) – ჩვილი ბავშვისთვის თმის პირველი შეჭრის წესი. ოსები ცდილობდნენ, ახალშობილისათვის რაც შეიძლება მალე შეეკრიჭათ თმა, რადგან თვლიდნენ, რომ თმიანი ბავშვი იოლად ემორჩილებოდა გათვალვას. ვინაიდან მოჭრილი თმის გამოყენებით ე. წ. ხინგანაგებს. შეეძლოთ ბავშვისა და მისი ოჯახის წევრებისათვის ზიანის მომტანი ხინის (ჯადოს) დამზადება, მას არ აგდებდნენ, ინახავდნენ აკვანში. გამონაკლისს წარმოადგენდა გოგონების თმა, რომელსაც ზოგჯერ მდინარეში აგდებდნენ იმ რწმენით, რომ ბავშვი სწრაფად გაიზრდებოდა და თან ლამაზი ქალიშვილი დადგებოდა. ვიდრე თმას მდინარეში ჩააგდებდნენ მასზე მაგიურ ზემოქმედებას ახდენდა საამისოდ მოწვეული ქალანგანაგი, რომელსაც სათანადოდ ასაჩუქრებდნენ. თუ გოგონა ლამაზი ქალიშვილი დადგებოდა, ეს ქალანგანაგის დამსახურებად ჩაითვლებოდა.


ლიტერატურა

  • Бесаева Т. З. Материады по родильным обрядам осетин // Новое в этнографических и антропологических исследованиях. М., 1975; მისივე, Обряды и обычаи осетин, связанные с рождением ребёнка // ИСОНИИ. 1976, т. XXXI;
  • Дзадзиев А. Б., Дзуцев Х. В., Караев С. М. Этнография и мифология осетин. Владикавказ, 1994.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები