აზანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Azani1.jpg

აზანი - (არაბ.. أذان‎ — მოწოდება‎) მუსლიმებში სავალდებულო ლოცვისკენ მოწოდება.

„აზანი“ მოწოდებას ნიშნავს. იგი მუჰამედის მიერაა დაწესებული ჰიჯრიდან 12 წლის შემდეგ და ასე სრულდება: მუეძინი სახით მექის მიმართულებით დგას, ცერითა და სალოკი თითით ყურის ბიბილოები უჭირავს და 7 ფორმულისაგან შემდგარ მოწოდებას ახმიანებს. ესენია:

1. ალლაჰუ აქბარ („ალლაჰი დიდია“). ამ ფორმულას ეწოდება თაქბირი და ხუთჯერ წარმოითქმება;
2. ვმოწმობ, რომ არ არის ღვთაება, გარდა ალლაჰისა;
3. ვმოწმობ, რომ მუჰამედი შუამავალია ალლაჰისა;
4. მოდით სალოცავად;
5. მოდით გადასარჩენად;
6. ალლაჰი დიდია;
7. არ არის ღვთაება, გარდა ალლაჰისა.


წყარო

რელიგიები საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები