ბიბილური ათანასე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ათანასე ბიბილური-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ათანასე ბიბილური - (1779 - 18.09.1825, ქ. მცხეთა), სასულიერო მოღვაწე, არქიმანდრიტი.

ბიოგრაფია

დაიბადა აზნაურის ოჯახში. სავარაუდოდ, ყმაწვილ ათანასეს სასულიერო განათლება ანჩისხატის ეზოში მდებარე სასულიერო სასწავლებელში უნდა მიეღოს. 1801 წლის 5 თებერვალს კათოლიკოსმა ანტონ II-მ ბერად აღკვეცა, დიაკვნად აკურთხა და თავის კრებულში დაადგინა, ხოლო 1808 წლის 21 მარტს მღვდლად აკურთხა. სწორედ ამ პერიოდში იყიდა მამა ათანასემ ანჩისხატის გვერდით ორი ოთახი, რაც აღნიშნული აქვს დეკანოზ პოლიევქტოს კარბელაშვილს თავის ნაშრომში „ძველი ანჩისხატის ტაძარი ქ. ტფილისში“: „1795 წ. ყიზილბაშებმა მიანგრ-მოანგრიეს სახლები ანჩისხატის ეზოში და ანტონ I-ის პატარა ჯვარის საყდარიც. შემდეგ გენადი ბერმა გამოსთხოვა ნებართვა ანტონ II კათალიკოზს - ავაშენებ ორ ოთახს და ჩემთვის ვიცხოვრებო. მიიღო ნებართვა და გაიკეთა კიდეც სადგომი. 1808 ივნისის 26 გენადი ბერმა მიჰყიდა იგი ორი ოთახი კათალიკოზის მღვდელ-მონაზონს ათანასეს (შემდეგ არქიმანდრიტი, ბიბილური) ექვს თუმან ნახევრად“. საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, XIX საუკუნის 10-იან წლებში საქართველოს პირველმა ეგზარქოსმა ვარლაამმა (ერისთავი) ათანასე მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის საეკლესიო მამულების გამგედ დანიშნა და არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა. ათანასე 1825 წლის 18 სექტემბერს მცხეთაში გარდაიცვალა. დაკრძალულია სვეტიცხოვლის ტაძარში. მის საფლავზე ასეთი წარწერაა:

„აქ განისვენებს გვამი გარდაცვალებულის განმგებელის საეკლესიოთა სამკვიდრებელთა მცხეთის სობოროსი, არხიმანდრიტის ათანასესი, გვაროვნებით კეთილშობილთ ბიბილურთაგანისა, დაბადებითგან მ3 წლისა, რომელმანცა სიყრმითგანვე შესწირა თავი თვისი მონაზონებითსა ცხოვრებასა ღირსებით და ერთგულებით ჰმსახურა ეკლესიას და აღესრულა არქიმანდრიტობასა კარს შინა ჩუკე წელსა სექტემბერს იზ-სა დღესა“.

ათანასე თბილიისს კალოუბნის ეკლესიის მღვდლების, იოანე და ეფრემ კალობანსკების - ნათესავი იყო.

გ.მაჩურიშვილი

ლიტერატურა

  • სცსა, ფ. 488, აღწერა 1, საქმე #1387.
  • კარბელაშვილი პ., ძველი ანჩისხატის ტაძარი ქ. ტფილისში, ტფ., 1911;
  • ძველნაბეჭდი ქართული გამოცემები, 17091818 წწ., ტ. 2, თბ., 2010.


Logo1.JPG ათანასე მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები