ათანასე (კალიგრაფი XI საუკუნე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ათანასე - (XI საუკუნე), ქართველი კალიგრაფი. მისი გადაწერილია გიორგი მთაწმინდელის დიდი სვინაქსარი (A-840). ხელნაწერზე დართულ ანდერძში ათანასე წერს: „გადმოვწერე მესამე წიგნისგან მეოთხედ“... მას დიდი შრომა გაუწევია აღნიშნული ხელნაწერის გადაწერისას: „...ფრიადითა ჭირითა და გულსმოდგინებითა... ვაჲმე და ვაჲმე ჭირნი უსახლობისა და უადგილობისანი, რომელ სხვასა არავის წაჰკიდებია ესევითარი: რამეთუ სოფლისა ღელვათა და განსაცდელთა შინა ვეფალ ყელამდისინ“. ხელნაწერი გაფორმებულია სინგურით, წითელ-ყავისფრის ან წითელ-მწვანეს მონაცვლეობით.

ი. გაჩეჩილაძე


Logo1.JPG ათანასე მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები