დეკალოგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ათი მცნება-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დეკალოგი - (ეტიმ. ბერძ. déka lógoi „ათი სიტყვა“, რაც წმიდა ირენეოსმა გადააკეთა dekálogos-ად, შემდეგ ლათინურში დამკვიდრდა ფორმა decalogus)ღმრთის მიერ მოსესთვის სინაის მთაზე მიცემული ათი მცნება, რომლებიც ღმერთსა და მის ხალხს შორის აღთქმის მთავარ ქარტიას წარმოადგენს. ჩვენამდე დეკალოგის ორმა ტექსტმა მოაღწია: გამ. 20:2-17 და რჯლ. 5:6-21.

ათი მცნების დაცვა ევალებათ ებრაელებსა და ქრისტიანებს. მათგან პირველი სამი ადამიანის ღმერთთან ურთიერთობას შეეხება, დანარჩენი შვიდი კი ადამიანთა შორის ურთიერთობას:

  1. მე ვარ უფალი ღმერთი შენი და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი ჩემსა გარეშე.
  2. არა ქმნნე თავისა შენისა კერპნი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა და ქვეშე ქვეყანისა. არა თაყვანისცე მათ, არცა მსახურებდე მათ.
  3. არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა.
  4. მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდაყავ იგი: ექვს დღე იქმოდე და ჰქმენ ყოველი საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე, შაბათი, არის უფლისა - ღვთისა შენისა.
  5. პატივეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა.
  6. არა კაც კლა.
  7. არა იმრუშო.
  8. არა იპარო.
  9. არა ცილისწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა.
  10. არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა მონისა მისისა, არცა მხევლისა მისისა, არცა ხარისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვრისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყოს მოყვასისა შენისა.

ასე ეწოდება იმ წერილს, რომელიც გადასცა წმ. ნინოს უფლის ანგელოზმა ფარავნის ტბასთან. მას ქართულ ათ მცნებასაც უწოდებენ.





წყარო

  • პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო;
  • ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები