ათ ათავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ათ ათავ-ი (ნოღ. Ат атав – „სახელის შერქმევა“) – საბავშვო ციკლის ნოღაური წეს-ჩვეულება – ახალშობილისათვის სახელის დარქმევი რიტუალი. ნოღაელები ცდილობდნენ ჩვილისთვის პირველივე კვირაში სახელი მიენიჭებინათ და ამით საცხოვრებელში (აკვანში) მისი ადგილი განესაზღვრათ. სახელის შერქმევა განსაკუთრებული მნიშვნელობის აქტი იყო, რამდენადაც სწორედ სახელი „აადამიანურებს“ ახალგაჩენილ არსებას და იგი ადამიანთა საზოგადოებაში შეჰყავს.

სახელის დარქმევის უფლებით ოჯახის ასაკით უფროსი მამაკაცები (ბაბუა, პაპა ან მამის ბიძა) სარგებლობდნენ. საამისოდ შერჩეული დღისთვის ბავშვის მამის მშობლები ნათესავებსა და მეზობლებს იწვევდნენ. ოთახში, სადაც სტუმრები იმყოფებოდნენ, ბებიას ან მამიდას თეთრ ქსოვილში გახვეული ახალშობილი შემოყავდათ. სახელის მიმნიჭებელი, წარმოთქვამდა რა სპეციალურ ლოცვას (азан шалув), ჩვილს მარჯვენა ხელით აიყვანდა და სახელს ორივე ყურში სამ-სამჯერ ჩასძახებდა. ბავშვის მშობლებს არც ამ რიტუალში მონაწილეობა შეეძლოთ და არც უკვე მინიჭებული სახელის წარმოთქმა. ისინი შვილებს ახალ სახელებს არქმევდნენ (მაგალითად, „უფროსი შვილი“, „შუათანა შვილი“, „უმცროსი შვილი“).


ლიტერატურა

  • Черкесова А. А. Обряды ногайцев, связанные с рождением и воспитанием ребенка

(по материалам полевых исследований автора в 2000-2014 гг.) // Ногайцы: XXI век. История, язык, культура. От истоков – к грядущему. Материалы Первой Международной научно-практической конференции. Черкесск, 14-16 мая 2014 г. Черкесск, 2014.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები