აია (მითოსური ქვეყანა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აია – მითოსური ქვეყანა, მეფე აიეტის სამფლობელო, რომელიც ბერძნულმა ტრადიციამ კოლხეთს დაუკავშირა. თუმცა ჯერ კიდევ არ არის ერთიანი აზრი იმის თაობაზე, იყო თუ არა უძველეს თქმულებებში დადასტურებული აია თავიდანვე გაიგივებული შავიზღვისპირეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ქვეყანასთან, რომელსაც ბერძნულ წყაროებში კოლხიდა ეწოდება.

კოლხიდა მიკენური ეპოქის შავიზღვისპირეთში ყველაზე მნიშვნელოვან და სახელგანთქმულ ტომთა გაერთიანება ყოფილა. მის ცენტრალურ მდინარედ ასახელებენ ფასისს, რომელსაც ახლანდელ მდინარე რიონად მიიჩნევენ. ამ მდინარის შესართავთან დაარსებულა ქალაქი ფასისი, რომელიც დღევანდელ ფოთს მიესადაგება. ელინისტური ეპოქიდან მოყოლებული, მეფე აიეტის რეზიდენციად კვიტაია მოიხსენიება, რომელიც თანამედროვე ქუთაისის უძველესი სახელი უნდა ყოფილიყო.

კოლხიდას არსებობის რეალობის დადასტურებასა და მის შესაძლო კავშირს ლეგენდარულ აიასთან მრავალი ნაშრომი ეძღვნება. გავრცელებული აზრის თანახმად, ტერმინი „კოლხიდა“ გვიანბრინჯაოს ხანაში ქართველური ტომებით დასახლებული საკმაოდ ვრცელი ტერიტორიის აღმნიშვნელი უნდა ყოფილიყო. შემდგომ კი, როდესაც ქართველური ერთიანობა დაიშალა, იგი უკვე ტრადიციის ძალით გამოიყენებოდა როგორც ეთნიკურობის აღმნიშვნელი სახელი. ამის შედეგად მრავალი ტომი, რომელიც უკვე კოლხიდას ფარგლებს გარეთ მოსახლეობდა, კოლხურ ეთნოსად იყო მოხსენიებული ბერძნულ წყაროებში.


Logo1.JPG აია მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები