აიდარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აჲდარ-ი (ნოღ. Айдар) – გადაპარსული თავის თხემზე დატოვებილი ქოჩორი, რომელშიც, ნოღაელთა რწმენით, კეთილი სული – ორეი – ბუდობს. ზღაპრების თანახმად, გოლიათი გმირის აჲდარში მისი სამშვინველიც მკვიდრობს. წარსულში აჲდარი ნოღაელი მეომრების განმასხვავებელი ნიშანი იყო (ასეთივე ქოჩორს სხვა კავკასიელი მებრძოლებიც ატარებდნენ). პოპულარული ნოღაური სიმღერის („ყარაჲდარი და ყიზილ-გული“) მთავარი გმირის სახელია ყარაჲდარი („შავქოჩრიანი“).


ლიტერატურა

  • Капаев И. Ногайские мифы, легенды и поверья. Опыт мифологического словаря. М., 2012.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები