აინაალარა აჲნაალარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აინაალარა (აჲნაალარა) აინიშვარა (აინჷშοარა) - აფხ. შერიგება (იურიდიული ტერმინი). ურთიერთშერიგების ჩვეულება, როგორც ინდივიდუალური, ისე კოლექტიურ დონეზე ტარდებოდა და ფიცის ინსტიტუტი გამოიყენებოდა. თუ საგვარეულოებს შორის უსიამოვნება, დავა, მტრობა იყო (ურთიერთ-თავდასხმები, ძარცვა, ქურდობა, ადამიანის გატაცება და ა.შ.) სოფლის თემის სახალხო ყრილობის უხუცესთა საბჭოს წევრები ცდილობდნენ, მათ შორის კეთილმეზობლური ურთიერთობა დაემყარებინათ. ცდილობდნენ, ჯერ მათ შორის დავის საკითხი კომპენსაციის საშუალებით დაერეგულირებინათ. როდესაც მათ შერიგებაზე დაითანხმებდნენ, დაპირისპირებულ მხარეებს წმ. ადგილზე, სალოცავთან მოიწვევდნენ. შერიგებას ბზიფის აფხაზებში მთავარიც ესწრებოდა. მისი მონაწილეობა მეტ მნიშვნელობას ანიჭებდა შერიგების მსვლელობას. ამავე დროს შერიგების რიტუალში კულტმსახურიც მონაწილეობდა. ორივე დაპირისპირებული მხარე ფიცს წარმოთქვამდა, რომ შერიგების ჩვეულებას არ დაარღვევდნენ. ღვთაებათა განრისხებისა და დასჯის შიშით შერიგების ჩვეულების დარღვევას მართლაც ერიდებოდნენ.

წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები