აირანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აირანი

აირანი — კარაქის შედღვების შემდეგ დარჩენილი სითხე, წყალგარეული, დოსავით შეთხელებული მაწონი, გამაგრილებელი სასმელი. თედო სახოკია: „დოს აირანს ეძახიან და მისგან შეჭამანდს აკეთებენ, როგორც ქართლ-კახეთში”.

აჭარულ დიალექტში ტერმინი თურქულიდანაა შესული. იგი ცხელი ამინდების დროს აჭარელი კაცის საყვარელი სასმელი იყო. მაწვნის მსგავსი რძის ეს პროდუქტი, შუა აზიაშიყაზახეთში, ციმბირის ზოგ ხალხში, თურქეთსა და კავკასიაშია გავრცელებული.

დამზადების პირველი ვარიანტი: წყალში მაწონი გაიხსნებოდა, გემოვნების მიხედვით მარილს დაურთავდნენ და დასალევად იყენებდნენ. ზაფხულში აიარანი წყალსაც ენაცვლებოდა. ამისათვის საჭირო იყო: მაწონი - სამი ანდა ოთხი ლიტრი, წყალი - ნახევარი ლიტრი, მარილი – ერთი სუფრის კოვზი;

მეორე ვარიანტი: ზემოთ აღწერილი წესით კარაქის მოდღვების შემდეგ დარჩენილ სითხესაც აირანი ეწოდებოდა. აირანს გვარდაში ჩაასხამდნენ, დაამარილებდნენ და ზაფხულობით წყლის მაგივრად სვამდნენ. ზოგჯერ აირანში მჭადს ჩაფშვნიდნენ და კერძად მირთმევდნენ.

ლიტერატურა

  • სახოკია, 1985:155;
  • გრიშაშვილი, 1997;
  • ნიჟარაძე, 1971:81;
  • აბაშიძე, კომახიძე, 1998:151;
  • ქართული მატერიალური კულტურის... 2011:26.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები