აირი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აირი (გაზი) – (ბერძ. aēr აირი, ჰაერი, ქარი), ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობა, რომელშიც მისი ნაწილაკების (მოლეკულების, ატომების, იონების) თბური მოძრაობის კინეტიკური ენერგია ბევრად აღემატება ამ ნაწილაკებს შორის ურთიერთკავშირის პოტენციალურ ენერგიას, რის გამოც ნაწილაკები მოძრაობენ თავისუფლად, თანაბრად ავსებენ რა მოცემულ მოცულობას.

არსებობს აირის მრავალი სახეობა: ადსორბირებული, ამიაკის, ანოდური, აფეთქებასაფრთხიანი, აქტიური, აღმდგენი, აცეტილენის, ბუნებრივი, ბრძმედის, გადამუშავებული, გათხევადებული, გამონაბოლქვი, გამოწვის, განზავებული, გაუხშოებული, გენერატორის, გოგირდოვანი, დამცავი, დაჭირხნული, დენთის, იდეალური, თანამგზავრი, ინერტული, კვამლის, კონვერტერის, კონვერტირებული, კოქსის, იშვიათი, მავნე, მაღალკალორიული, მაღაროს, მგრგვინავი, მზიდი, მჟანგავი, მომწამლავი, მფლუსავი, მხუთავი, ნავთობის, ნამუშევარი, ნახევრად კოქსის, ნედლი, ორთქლჰაერული, პირველადი, პიროლიზის, პლაზმაწარმომქმნელი, სათბობი, საკერძის, სამრეწველო, სანათი, საწვავი, ტექნოლოგიური, ტორფის, ფეთქებადი, ფეროშენადნობის, ქვანახშირის, ქურის, ქშინის, ღარიბი, ღუმლის, შებრუნებული (საბრუნი), შეკუმშული, შერეული, შხამიანი, წამავალი, ჭაობის, ჰაერისა და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები