აირსადენის იზოლაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აირსადენის იზოლაცია
აირსადენის იზოლაციააირსადენის გარე ზედაპირის ანტიკოროზიული საფარი სპეციალური მასტიკებითა და შემოსახვევი მასალით მიეკუთვნება იზოლაციის პასიურ სახეობას. საიზოლაციო მასალებისადმი წაყენებული მოთხოვნებია: ზედაპირის მონოლითურობა, წყალშეუღწევადობა, ლითონთან კარგი მიკვრადობა, ქიმიური მედეგობა, მექანიკური სიმტკიცე, დიელექტრიკული თვისებები. გამოიყენება ბიტუმ-პოლიმერული, ბიტუმ-მინერალური და ბიტუმ-რეზინის მასტიკები.
Airsadenis izolaciaa.jpg

უარყოფითი ტემპერატურის პირობებში ბიტუმის მასტიკებს პლასტიკურობის ასამაღლებლად და სიმყიფის შესამცირებლად უმატებენ პლასტიფიკატორს. ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში იყენებენ საქარხნო პირობებში დამზადებულ გაძლიერებული ტიპის იზოლაციას (0,1-0,15 მმ. სისქის ბიტუმის გრუნტი, 2,5-3 მმ. სისქის ბიტუმის მასტიკა, 3 ფენა მაარმირებელი ბადე და გარე შემოსახვევი ქაღალდი), რომლის საერთო სისქეა 9 მმ. შემოსახვევ მასალად უმეტესად გამოიყენება პოლივინილქლორიდის ან პოლიეთილენის ლენტი. დამცავ საიზოლაციო მასალად გამოიყენება აგრეთვე ეთილონის ემალი, პოლიურეთანი და სხვა. მილების საიზოლაციო მასალით შეხვევის ოპერაციის ჩასატარებლად გამოიყენება სპეციალური მექანიზმი.

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები