აკοჷმοჷ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აკუმჟვი (აკοჷმοჷ) - აფხ. ჩოხა. ჩოხა უსაყელო იყო, შავი ზონარშემოვლებული. მკლავები სწორი ჰქონდა და ვიწრო. მკერდზე ორივე მხარეს გულის სარქველები იყო მიკერებული, 8-10 პატარა გრძელი ჯიბით, ირმის რქისგან გაკეთებული ქილებისთვის. სარქველების ქვემოთ, გარედან ძველად მოგრძო ჯიბეებიც ჰქონდა მიკერებული, რომელიც მარყუჟით იკვრებოდა. ჩოხის უკანა კალთა გაჭრილი იყო და შავი ზონარი ჰქონდა შემოვლებული. ჩოხა ზემოდან გადასაცმელი შალის მოგრძო ხალათი („აკუმჟ-კაბა“). უხეში შალის მსგავს მოსაცმელს ატარებდნენ აბაზებიც. მოსაცმელის აბაზური და აფხაზური სახელწოდებების ძირი საერთოა - კοჷმοჷ. ფიქრობენ, რომ ტერმინოლოგიურად ეს სახელწოდება აბაზური ენიდან იყო მიღებული, რაც „შალის ტყავს“ ე. ი. ნახევრად დაუშავებელ ცხვრის ტყავისგან შეკერილ ზემოთ გადასაცმელს აღნიშნავდა. თავის დროზე, აფხაზების წინაპრების ტასაცმლის წყარო სწორედ ცხვრისა და თხის ტყავი და მატყლი იყო. აბაზურ-აფხაზური საერთო ტერმინით აღინიშნება ზამთრის ბეწვიანი ტყავის გადასაცმელი, ქურქი მამაკაცებისთვის (აფხ. ახამ, აბაზ. ხამ). ამავე დროს, აკუმჟვი აკაბეი ჩოხა-ახალუხს აღნიშნავს, თუმცა, აფხაზები ჩოხისთვის უმეტესად აკუმჟοჷ-ს ხმარობენ. ჩოხას მკერდზე, ორივე მხარეს აჰაზრთრა-სთვის 8-10 სარქველი ჰქონდა (აფხ. მასრას იართო-საც უწოდებენ). აფხაზები შინამრეწველობას მისდევდნენ და ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, თავსაბურავს და სხვა ჩასაცმელ ნივთებს თვით ამზადებდნენ. ტრადიციული სამოსის ძირითადი კომპონენტი იყო ქეჩის ნაბადი, რომელიც საერთო კავკასიური მოვლენა იყო და ადამიანს, როგორც სიცივისგან, ისე სიცხისა და წვიმისგან იცავდა. იგი მთის საძოვარზე საძილეც იყო.



წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები