აკასნჷწარყჲა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აკასნჷწარყჲა - აფხ. ხილაბანდი, ქალის სამკუთხა თავსაფარი (კომპოზიტის პირველი ნაწილია რუსული косынка „თავსაფარი“). აფხაზი ქალისათვის თავსაბურავი დღესაც განუყრელი ნივთია. ჩამოსახლების დროისათვის მიგრანტი ქალები, ჩერქეზი ქალების მსგავსად თხემზე თმას იპარსავდნენ და გაპარსულ თავზე მჭიდროდ მორგებულ ქუდს ატარებდნენ, რომლის ქვემოდან დარჩენილი გაუპარსავი თავი ჩანდა. თუმცა, მალე ეს ჩვეულება გადავარდა. გასათხოვარი ქალებისათვის ოთხკუთხა მოზრდილი თავშალი გახდა სავალდებულო, ხოლო გათხოვილებისთვის ოთხკუთხა თავშალის ქვეშ აკასნჷწარყჲა სამკუთხა თავსაფრით თავის შეკვრა გახდა სავალდებულო.



წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები