აკაჩა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აკაჩა - აფხ. ხისგან დამზადებული კერიის ჯაჭვი, კერიის თავზე გადებული ძირითადი ბოძიდან ჩამოშვებული.კერია და მასთან ერთად კერიის ჯაჭვი ოჯახის სიწმინდის სიმბოლოს წარმოადგენდა. იგი წინაპართა კულტს უკავშირდებოდა. ამიტომ, ძველად კერიაში ცეცხლის ჩაქრობა არ შეიძლებოდა. ნაღვერდალს ნაცარში ინახავდნენ. კერიასთან ხდებოდა ოჯახის ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებული შეკრება. ამავე დროს, ოჯახის უხუცესი მამაკაცი რელიგიურ დღესასწაულების დროს, კერასთან წინაპართა კულტის, ოჯახისა და მისი წევრების ჯანმრთელობისა და გამრავლების ლოცვებს ატარებდა. ქორწილის სამი კვირის შემდეგ, ახალი შემომატებული რძლის სამეურნეო საქმიანობა, დიდ სახლში შეყვანისა და კერასთან ზიარების შემდეგ იწყებოდა. დილით ადრე დედამთილი ახლად-მოყვანილ რძალს კვერცხსა და წყლის დოქს ხელში მისცემდა, წყაროზე წაიყვანდა, რძალი კვერცხს გამდინარე წყალში ჩააგდებდა, მერე დოქს წყლით აავსებდა. როცა დაბრუნდებოდნენ სახლში, დედამთილი საოჯახო სალოცავის წყლის დედოფლის სახელზე ლოცვას წარმოთქვამდა. შემდეგ სირცხვილის აცილების სუფრას გაშლიდა. ქმრის საოჯახო კერასთან ზიარების, ცეცხლთან გაწმენდის ჩვეულება, თავისი ეთნიკური ხასიათით აფხაზებს ჩერქეზულ, აბაზურ ხალხებთან აკავშირებდა. კერიის ჯაჭვი აფხაზ ქალს მზითევშიც მოჰქონდა, რაც ასევე სიმბოლურ ხასიათს ატარებდა. კერიის ჯაჭვის უხეშად ხელის შეხების ან ჩამოგლეჯის შემთხვევაში, ამ საქციელის ჩამდენის ოჯახსა და შეურაცხყოფილ ოჯახს შორის სისხლ-მესისხლეობის წესი ამოქმედდებოდა.

წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები