აკვათან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აკვათან (აკοათან) - აფხ. გუთანი (სახვნელი იარაღი), (სვან. კვათან). სიტყვა ნასესხებია ქართულიდან. გუთანია. ქართულ გუთანს აფხაზები აკვათან-ს უწოდებდნენ. XVIII საუკუნეში ი. გიულდენშტედტს აფხაზურში გუთნისათვის ფიქსირებული აქვს koten-madsa (კოთენ-მაჩა), კოთენ სიტყვა იგივე გუთანიარის - აფხაზურ ენაზე გვ ბგერათა წყვილი ხშირად იცვლება ლაბიალიზებული კο ბგერით (თ. გვანცელაძე), ხოლო ა-მაჭ აფხაზურად „მცირეს, პატარას“ ნიშნავს, ე.ი. ი. გიულდენშტედტის მიერ დამოწმებული ტერმინის მნიშვნელობა „პატარა გუთანი“ იყო.

წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები