აკვაკვარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აკვაკვარ (აკοაკοარ) – აფხ. „კოკორი“, ყველიანი კვერი (იმერ. კოკორი). პატრონიმიის უხუცესი ქალი რელიგიური რიტუალისათვის საკუთრივ თითოეული წევრისათვის (მამაკაცისათვის) მამალს, ხოლო ქალისათვის ქათმის გულ-ღვიძლს მოხარშავდა და უხუცესი მამაკაცი კი ინდივიდუალურ შამფურზე წამოაცმევდა მათ. ასევე საკუთრივ ყველა წევრისათვის პატრონიმიის უხუცესი ქალი პურის ფქვილისაგან სამკუთხედი ფორმის აკვარკვარს (ანუ კვერს) აკეთებდა. ყველაფერს ცეცხლგამძლე ლანგარზე კერიის ნაღვერდალთან ერთად აწყობდნენ და სიმბოლურ სამჭედლოში მიჰქონდათ სალოცავად, რასაც მხოლოდ პატრონიმიის წევრები, ამ ოჯახის წევრები, გათხოვილი ქალები და ოჯახიდან განაყარი ძმათაშვილები მიირთმევდნენ.დედა ქალი და რძლები არც ლოცვაში იღებდნენ მონაწილეობას და არც აკვაკვარს არ შეჭამდნენ.

წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები