აკიკაცჰარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აკიკაცჰარა (აკკაცჰარა) - აფხ. „ძუძუზე კბენა“, ძუძუზე კბილის დადგმა. მომენტი, როდესაც შვილად ამყვანის ცოლს ძუძუზე კბილს შვილად ასაყვანი ადგამდა. ამ დღისთვის სპეციალურად დღესასწაული ეწყობოდა. დღესასწაულზე ნაბადს გაშლიდნენ, ქალი ნაბადზე მდგარ სკამზე ჯდებოდა. მას თავიდან ბოლომდე თავსაბურავი ეხურა, ხოლო მკერდს კიდევ სხვა ქსოვილი უფარავდა. შვილად ასაყვანი მუხლებზე ქალისწინ დგებოდა, ე.ი. მისი მომავალი დედის წინ და სამჯერ ეხებოდა ტუჩებით მკერდზე. თან ხმამაღლა ამბობდა: „ამიერიდან შენ ჩემი დედა ხარ“. ამ დღიდან ეს ყმაწვილი ქალისა და მისი ქმრის აღზრდილად ითვლებოდა. შვილობილს იგივე სახელი ეწოდებოდა, როგორც მამამძუძეობის შემთხვევაში.ორივე მხარე ჰქონდა ყველა ის უფლებები და მოვალეობები, როგორც მამამძუძეობის დროს.



წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები