აკლამაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აკლამაცია - (aclamatio)

  1. მოწონების ან უკმაყოფილების გამომხატველი შეძახილები სენატის სხდომის დროს, რომლებიც შეჰქონდათ ოქმში და ხმის მიცემის და გადაწყვეტილების მიღების ფორმას წარმოადგენდა. გარკვეულ ვითარებაში აკლამაცია ფორმალურ ხასიათსაც ატარებდა, მაგალითად, იმპერიის ხანაში, როდესაც რომელიმე მაგისტრატი წარმოადგენდა Senatus consultum ultimum-ს (სენატის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება), რამდენადაც ამ წინადადების უკან, როგორც წესი, იმპერატორი იდგა, ან იგი თვითონვე გამოდიოდა სენატში სიტყვით (oratio principis), სენატი ავტომატურ რეჟიმში იწონებდა წინადადებას და იღებდა გადაწყვეტილებას აკლამაციით.
  2. აკლამაციით, საზეიმო შეძახილებით ხვდებოდნენ სარდლის არჩევას, იმპერატორის საზოგადოებრივ ადგილას გამოჩენას, ახალი კანონის გამოცხადებას.
  3. საზოგადოებრივი აზრის გამოხატვა თამაშების დროს.




წყარო

დემოკრატიული ტენდენციები: ანტიკური სამყარო და საქართველო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები