აკუმჟვ-ეიმსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აკუმჟვ-ეიმსი (აკοჷ მჟοჷ-ეიმსჷ) - აფხ. ტყავის წუღები და წუღებში ჩასაცმელი მესტები (აიმს <ქართ. მეგრ. მესტი) ფეხზე მჭიდროდ მორგებული ყელიანი ტყავის ფეხსაცმელი. მეგრულად იგი საცვეთს აღნიშნავს. იგივე ტერმინი დასტურდება ლაზურშიც). აფხაზები აიმსს ხშირად სქელი ქსოვილისგან ამზადებდნენ, რასაც აკუმჟვ-ეიმს-ს უწოდებდნენ. წუღები ჩვეულებრივ, ძროხის ან ხარის ტყავისგან იკერებოდა. მესტებს ყველა სოციალური წრის წარმომადგენელი ატარებდა, მათ შორის მწყემსებიც და მონადირეებიც. მწყემსები წუღებს შიგნით რბილ თივას უფენდნენ სითბოსთვის, რაც ქვიან და კლდოვან ადგილებში მსუბუქად გადაადგილებასაც უწყობდა ხელს. წუღებსა და მესტებში შალის წინდებს ხმარობდნენ, რომელსაც ზოგს მოკლე და ზოგსაც გრძელი ყელი ჰქონდა.

წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები