ალაუგანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალაუგან-ი (ბალყ.-ყარაჩ. Алауган) – ბალყარულ-ყარაჩული ნართული ეპოსის ერთ-ერთი ცენტრალური პერსონაჟი, დებეთის უფროსი ვაჟი, ყარაშავაჲს მამა, სხურთუქების (უსხურთუქების) გვარის წინამძღოლი, მრისხანე და უშიში მეომარი, ემეგენების დაუნდობელი მტერი, დიდი მონადირე (ცხვარივით ბორკავს ლომებს, იჭერს გაქცეულ ფოცხვერს); წარმოადგენს ფიზიკური ძალმოსილებისა და მამაკაცური სილამაზის ეტალონს; იმოსება ჯიქის ქურქით, რაც, როგორც ჩანს, მისი პერსონაჟის ამ ტოტემურ ცხოველთან გენეტიკურ კავშირზე მიანიშნებს. მიაჩნიათ, რომ გმირი ჯიქის ტაბუირებული სახელს (ала уан – „ლაქებიანი ცხოველი") ატარებს.



ლიტერატურა

  • Карачаево-балкарский фольклор в дореволюционных записях и публикациях. Нальчик, 1974;
  • Карачаево-балкарский героический эпос. М., 2004;
  • М. Ч. Джуртубаев. Мифология и эпос карачаево-балкарского народа. Древние верования балкарцев и карачаевцев. Карачаево-балкарский героический эпос. Нальчик, 2011;
  • Джуртубаев М. Ч. Происхождение Нартского эпоса. Нальчик, 2013.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები