ალდარ-მადი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალდარ-მად-ი (ოს. Æлдæр мæд – „ქალბატონი დედა“) – კულტურული გმირი, ადამიანთა მოდგმის გამჩენი ოსურ მითოლოგიაში.

მითის თანახმად, ალდარ-მადს მოშინაურებული ცხოველების დიდი მეურნეობა ჰქონდა. მეურნეობის გაფართოებამ მუშა-ხელი მოითხოვა და მანაც ქალები და მამაკაცები გააჩინა, რათა ამ უკანასკნელებს სხვადასახვა სახის სამუშაოები შეესრულებინათ.

ადამიანებმა დამოუკიდებელად იწყეს გამრავლება, რაც ალდარმადმა არ მოიწონა და მამაკაცების კასტრირებას შეუდგა, მაგრამ ამან ვერ უშველა. იმის შიშით, რომ საკმაოდ მომრავლებული შვილები მეურნეობას არ დაუფლებოდნენ, მან ისინი ამოწყვიტა და შეეცადა, ისეთი ადამიანები ეშვა, რომლებიც დამოუკიდებლად ვერ გამრავლდებოდნენ, მაგრამ უშედეგოდ: ადამიანები ისეთივე ნაყოფიერები აღმოჩდნენ, როგორიც თავად იყო. საბოლოოდ, ალდარ-მადი შვილებმა დაამარცხეს და კაცობრიობაც წარმოიშვა.

როგორც ჩანს, ალდარ-მადი დიდი დედის ტრანსფორმირებულ სახეს წარმოადგენს.


ლიტერატურა

  • Таказов Ф. М. Архетипы культурного героя в осетинской мифологии // III Всероссийские Миллеровские чтения. Материалы научной конференции 4-5 октября 2012 г. Влвдикавказб 2012.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები