ალეფი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალეფ-ი (ოს. Алæф) – ნართული ეპოსის ეპიზოდური პერსონაჟი, ცალთვალა დევის – ავსარონის ვაჟი, რომელმაც ნართების ახალგაზრდობა ზილახარის ველზე საცეკვაოდ გაიწვია; სიმდის (ცეკვის) დროს ზოგს ხელი მოსტეხა, ზოგს – ფეხი, ზოგსაც ფერდები ჩაუნგრია, შემდეგ სამოსიც კი გახადა და შინ წამოიღო. ზილახარის ველზე მეორედ მისულ ალეფს უკვე შავგვრემანი და შუბლწამოკოხილი ბათრაძი დაუხვდა და ისეთი დღე აყარა, რომ უკუქცეული დევის ვაჟი ღელეში გაიშხლართა. ნახევრად მკვდარი ალეფი სახლში ხარებით მიიტანეს. გონსმოსულმა შვილმა მამას ჰკითხა: „რად არის ეგრე ღონიერი ბათრაძი?“ როცა შეიტყო, რომ ნართი ჭაბუკი ქურდალაგონის მიერ ზეციურ ქურაში იყო ნაწრთობი, ციურ მჭედელს ოქრო მიართვა და გამოწრთობა სთხოვა, მაგრამ წრთობის პროცესში ჩანახშირდა.


ლიტერატურა

ნართები. ოსური ხალხური ეპოსი. თარგმნა მ. ცხოვრებოვამ. ცხინვალი, 1977.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები