ალექსანდრე ბაგრატიონის პორტრეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე ბაგრატიონის პორტრეტი

ალექსანდრე ბაგრატიონის პორტრეტიგრიგოლ მაისურაძის სურათი ალექსანდრე ბაგრატის ძე ბაგრატიონ–გრუზინსკის პორტრეტი.

გ. მაისურაძის ბიოგრაფიიდან ცნობილია, რომ ის პეტერბურგში გაეცნო საქართველოს უკანასკნელი მეფის, გიორგი XII ვაჟს, ბატონიშვილ ბაგრატს. ბატონიშვილი ყოველთვის ეხმარებოდა და თანაგრძნობას უწევდა ღარიბ მხატვარს.

პორტრეტი, 1839 წლის 18 აგვისტოს ე.ი. სამხატვრო აკადემიაში ორი წლის სწავლის შემდეგ შეუსრულებია გრ. მაისურაძეს. მასზე გამოსახულია ბატონიშვილ ბაგრატის ვაჟი ალექსანდრე ბაგრატიონი, გვარდიის ოფიცრის ფორმაში. ალექსანდრე ბაგრატიონის პორტრეტი დაწერილია წელს ზევით, ქართული ეროვნული პორტრეტული მხატვრობის ტრადიციებით გარინდებულ პოზაში. მთლიანად სურათი სიბრტყობრივია.

ბუმბულისებრ თეთრ ღრუბლებს კომპოზიციის ნაცრისფერ ფონზე ერთგვარ რომანტიკული იერი შეაქვს.

ალექსანდრე ბაგრატიონის ახალგაზრდული სახე რეალისტური მანერითაა დაწერილი, მკვეთრი მოდელირების გარეშე ოდნავ შესამჩნევი ღიმილი ტუჩებზე დიდრონი თაფლისფერი თვალები, კეთილშობილური წარმოსადეგი ახოვანება თავისებურ სილამაზეს ანიჭებს, სიცოცხლი მანიშნებელი ყველა ეს დეტალი ქართულ პორტრეტულ ფერწერაში მეტყველებს ახალი სტილის დაბადებაზე, სტილისა, რომლის ფუძემდებელი გახდა გრიგოლ მაისურაძე.


წყარო

სახვითი ხელოვნება. ნელი როსტომაშვილი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები