ალექსი-მესხიშვილი აარონ ნიკოლოზის ძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალექსი-მესხიშვილი ჰარონ/აარონ ნიკოლოზის ძე - (გ. 1834), მღვდელი. აღიზარდა ანტონ II კათალიკოსის კარზე. მისგან 1794 წელს ეკურთხა მთავრად, 1795 წელს – ანჩისხატის ტაძრის მღვდლად, 1808 წელს დაადგინეს დეკანოზად. ანტონ II-ს გაჰყვა რუსეთში, ლისკოვოში. იქ გადაწერა არაერთი ხელნაწერი.

აარონთან ვიწერ-მოწერა ჰქონდა დიმიტრი გიორგის ძე ბაგრატიონს. ანტონის გარდაცვალების (1827) შემდეგ დაბრუნდა საქართველოში. მისი ხელნაწერები ლამაზი კალიგრაფიული მხედრულითაა შესრულებული. ცნობილია მის მიერ გადაწერილი 4 ხელნაწერი, მათ შორის: 1. ანტიქრისტეს მოსულისა და ამ სოფლის აღსრულებისა, 1817 წ. (A 1581); 2. სამოელ რაბინ იუდიანი, ოქროს აღნაქვსი, 1825 წ. (S 326 a).

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები