ალვინანი ქუსართი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალვინანი ქუსართ-ი (ოს. Æлвынæны кусарт – „გაკრეჭვის მსხვერპლი“)კავკასიის სამხრეთის კალთებზე მცხოვრებ ოსთა შორის წარსულში ფართოდ გავრცელებული ჩვეულება – მატყლის დამზადების წინ წვრილფეხა საქონლის ღვთაებისათვის, ფალვარასათვის, ცხვრის ან ბატკნის შეწირვა, რომლის დროსაც ღვთაებას ცხვრების გამრავლებასა და მატყლის ბარაქიანობას შესთხოვდნენ. ცხვრის კრეჭვის პირველი დღის ბოლოს მამაკაცები სათანადო ლოცვის შემდგომ საამდღისო სუფრას მიუსხდებოდნენ და ფალვარას სადიდებელს იტყოდნენ. აქვე უნდა ითქვას, რომ ცხვრების საშემოდგომო კრეჭვის დროს ფალვარას სახელზე მსხვერპლშეწირვას აწყობდნენ მთელს ოსეთში.


ლიტერატურა

  • Кочиев К. К. Из истории скотоводческих культов осетин. Фалвара // ИЮОНИИ. 1985. Вып. XXIX;
  • Уарзиати В. Праздничный мир осетин. Владикавказ, 1995;
  • Чибиров Л. А. Осетинские народные праздники. Владикавказ, 1998;
  • Уарзиати В. С., Чибиров Л. А. Календарная и праздничная обрядность // Осетины. Серия «Народы и Культуры». Ответственные редакторы З. Б. Цаллагова, Л. А. Чибиров. М., 2012;
  • Дарчиев А. В. Эволюция функций божеств осетинского пантеона Фалвара и мыкалгабыра // Исторические, философские, политические и юридические науки, культурология и искусствоведение. Вопросы теории и практики. № 12 (38). Тамбов, 2013.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები