ალთარ თოლიმბაკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალთარ თოლჷმბაკ-ი (აფხ. Алҭар Ҭолымбакь) – ნართულ გადმოცემათა აფხაზური ვერსიის პერსონაჟი, უცნობი წარმომავლობის გოლიათი, რომელმაც სასრიყვა გულის ჯიბეში ჩაისვა, მისი ცხენი, ბზოუ, კი შეკრა და საკუთარ უნაგირს ქათამივით ჩამოჰკიდა; მოგვიანებით ცხენთან ერთად გაანთავისუფლა იგი და დამცინავად უთხრა: „ჯანდაბამდე გზა გქონია გმირო სასრიყვა!“ შეურაცხყოფილმა სასრიყვამ სათანეი-გვაშას დახმარებით იძია შური.



ლიტერატურა

Приключения нарта Сасрыквы и его девяноста девяти братьев. М., 1962; Сух., 1988.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები