ალთინ აიაყი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალთინ აჲაყ-ი (ბალყ.-ყარაჩ. Алтын аякъ – „ოქროს თასი“) – ბალყარულ-ყარაჩული ნართული ეპოსის გმირის – დებეთის – მიერ თავისი შთამომავლებისთვის დამზადებული ჯადოსნური თასი. მისი შეხედვით ან თასიდან წყლის შესმით ნართები უფრო ძლიერები, ჯანმრთელები და მამაცები ხდებიან. გადმოცემების თანახმად, ინახებოდა წმინდა სიმაგრეში, კოშკში (Ая-къала, Шам-къала) ერთ-ერთი „წმინდა ქალიშვილის“ (Аякъыз) ზედამხედველობის ქვეშ („აგუნა“).


ლიტერატურა

  • Карачаево-балкарский фольклор. Нальчик, 1983; Карачаево-балкарские мифы. Составитель М. Джуртубаев. Нальчик, 2007.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები