ალიჯხა ია უნა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალიჯხა ჲა უნა (ადიღ. Алыджхэ я унэ – „ალიჯების სახლი“) – ერთ-ერთი ნართული გვარის – ალიჯების – საცხოვრებელი, სადაც ნართები (სასრიყვა, ორზამესი, ხიმიში, ნასრენ-ჟაჭე და სხვ.) იკრიბებიან და ხასას მართავენ. აქვე ეწყობა ნადიმი და ცეკვა-თამაში. ბჟედუღურ ტექსტების მიხედვით, ალიჯების სახლი მდ. ყუბანის პირას მდებარე ადგილ ფშიშებღუსთან ლოკალიზდება. იგი აღწერილია, როგორც ქვითა და ხით ნაშენი კარგად გამაგრებული ნაგებობა, რომელიც იმდენად დიდია, რომ მის ერთ ნახევარს მზე ანათებს, ხოლო მეორე კი ცვრით არის დაფარული. ოთახებიც დიდი აქვს. სახლის კარებში 20 კაცი ეტევა.





ლიტერატურა

  • Нартхэр. Адыгэ эпос. Т. III. Мыекъуапэ, 1970; Т. V. Мыекъуапэ, 1970; Нарты. Адыгский героический эпос. М., 1974.
  • Ногмов Ш. Б. История адыхейского народа, составленная по преданиям кабардинцев. Нальчик, 1982;
  • Мыжей М., Пащты М. Адыгэ мифологием и энциклопедие. Тхьэхэр, лIыхъужьхэр, культхэр, нэщэнэхэр. Черкесск-Нальшык-Мейкъуапэ. 2012.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები