ალკოჰოლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალკოჰოლი - (alcohol), ქიმიაში ტერმინი „სპირტები“ (alcohols) გამოხატავს ნახშირწყალბადებისაგან მიღებული ორგანული ნაერთების დიდ ჯგუფს, რომლის შემადგენლობაშიც შედის ჰიდროქსილის (-OH) ერთი ან რამდენიმე ჯგუფი. ეთანოლი (C2H5OH, ეთილის სპირიტი) – ამ კლასის ნაერთების ერთ-ერთი წარმომადგენელი და ალკოჰოლური სასმელების მთავარი ფსიქოაქტიური ინგრედიენტია. ფართო გაგებით, ტერმინი „ალკოჰოლი“ გამოიყენება ყველა ალკოჰოლური სასმელის აღსანიშნავად.

სარჩევი

ეთანოლი

ეთანოლი იქმნება საფუარის მეშვეობით შაქრის დადუღებით. ჩვეულებრივ პირობებში, ალკოჰოლურ სასმელებში, რომლებიც დუღილის შედეგად მიიღება, ალკოჰოლის კონცენტრაცია არა უმეტეს 14%-ია. დისტილაციის (გამოხდის) მეთოდით სპირტის მიღებისას ეთანოლი ორთქლდება და შემდეგ კვლავ გროვდება სუფთა კონდენსატის სახით. გარდა ალკოჰოლური სასმელების წარმოებისა, ეთანოლი გამოიყენება ქიმიურ წარმოებაში, როგორც საწვავი ან გამხსნელი. (ალკოჰოლი, არასაკვები). აბსოლუტური ალკოჰოლი (უწყლო ეთანოლი) – ეთანოლი, რომელიც შეიცავს წყალს, მასის არა უმეტეს 1%-ისა. ალკოჰოლის მოხმარების ან წარმოების სტატისტიკაში აბსოლუტური ალკოჰოლის ქვეშ იგულისხმება 100% ეთანოლის შემცველი ალკოჰოლური სასმელები.

მეთანოლი

მეთანოლი (CH3OH) ცნობილია როგორც მეთილის სპირტი ან ხის სპირტი, გამოიყენება, როგორც ტექნიკური გამხსნელი; მაღალტოქსიკურია, მიღებული რაოდენობის შესაბამისად შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაქვეითება, სიბრმავე, კომა, სიკვდილი. ალკოჰოლის სასმელად გამოუყენებელ სახეს მიეკუთვნება იზოპროპანოლი (იზოპროპილის სპირტი ხშირად შედის ლაქების შემადგენლობაში) და ეთილენგლიკოლი (გამოიყენება ანტიფრიზის სახით, ავტომობილებში).

ალკოჰოლური ინტოქსიკაცია

ალკოჰოლი წარმოადგენს ბარბიტურატების ანალოგიური მოქმედების სედატიურ/საძილე საშუალებას. ალკოჰოლურმა ინტოქსიკაციამ სოციალურ შედეგებთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს მოწამვლა და სიკვდილი, ალკოჰოლის ხანგრძლივმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულების ჩამოყალიბება ან მრავლობითი სომატური და ორგანული ფსიქიკური აშლილობანი.

დსკ 10-ის მიხედვით, ალკოჰოლის მიღებასთან დაკავშირებული ფსიქიკური და ქცევის მოშლილობანი (F10) კლასიფიცირდება როგორც ფსიქოაქტიური ნივთიერებების ხმარებასთან დაკავშირებული მოშლილობები (F10-F19).



იხილე აგრეთვე

წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები