ალმურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალმურა შავი

ალმურა — ალმურა წითელყურძნიანი საღვინე ჯიში იყო. იგი მაღლარების სახით ზემო აჭარაში, განსაკუთრებით, სოფელ ალმეს მიდამოებში ფართოდ ყოფილა გავრცელებული. ადგილობრივი მოსახლეობა მას „შავი ყურძნის” სახელწოდებითაც იცნობდა.

უსახელო შავი ჯიშები აჭარაში, და მეტადრე ხულოს რაიონში, მრავლად მოიპოვებოდა, რომლებიც როგორც ამპელოგრაფიული ნიშნებით, ისე სამეურნეო ღირებულებით ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავდებონენ. სხვა ადგილობრივი წითელი ჯიშებისაგან ალმურაც განსხვავდებოდა, რის გამოც მას, როგორც უსახელო ჯიშს, ლიტერატურაში, სოფელ ალმეს მიხედვით, „ალმურას” უწოდებდნენ. მაღლარად აღზრდის გამო ალმურას ვაზები მოუვლელი, ამინდზე უშუალოდ დამოკიდებული და, შესაბამისად, მოუსავლიანი იყო. თუ კარგი ამინდი დაუდგებოდა, მაშინ იგი უხვ მოსავალს გამოიღებდა და პროდუქციის ღირსებაც საკმაოდ მაღალი იქნებოდა. მის მოსავალს მოსახლეობა, ძირითადად, ყურძნად იყენებდა ანდა ბადაგის სახით შესქელებულ ყურძნის წვენს ამზადებდა. სოკოვან ავადმყოფობათა და ფილოქსერის მოქმედების შედეგად ალმურას ნარგავები ამჟამად მნიშვნელოვნადაა შემცირებულია. ყურძენი შენახვის უნარს მოკლებულია. ალმურას მტევნის საშუალო წონა 145 გრამს აღწევდა.


ლიტერატურა

რამიშვილი, 1948.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა ‏‎ ‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები