ალყიდან გამოსვლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალყიდან გამოსვლა - საბრძოლო მოქმედებები ალყის ფრონტის გასარღვევად და გარშემორტყმული ჯარების გამოსაყვანად. ხორციელდება დამოუკიდებლად ან ალყის გარეთ მყოფი ჯარების ხელშეწყობით.

ზოგიერთი ქვეყნის არმიების გამოცდილება მოწმობს, რომ ალყიდან გამოსვლის ორგანიზებისას ალყის ფრონტის გასარღვევად იქმნება ძალების და საშუალებების ძირითადი დაჯგუფებები. ასევე ალყის ფრონტის და გარღვევის მონაკვეთების ფლანგების დაფარვის ძალები, საერთო-საჯარისო, ტანკსაწინააღმდეგო რეზერვები და დაჯგუფებები (ჯგუფები) დემონსტრაციული მოქმედებებისთვის. გარდა ამისა, განსაზღვრავენ გარშემორტყმული ჯარების გაყვანის (ჰაერით და ზღვით გადასროლის) და ევაკუაციის ცეცხლით დაფარვის წესს. ათანხმებენ ალყის ფარგლებს გარეთ მოქმედ ძალებთან და საშუალებებთან ურთიერთქმედების და ამოცნობის საკითხებს. ამავე დროს ირჩევენ რაიონებს ჯარების ფარული თავმოყრისთვის და მიმართულებას, რომელიც მთავარ ძალებთან სწრაფ შეერთებას უზრუნველყოფს. დემონსტრაციული მოქმედებების (ყურადღების გადამტანი დარტყმების) რაიონებს და მიმართულებებს, რომელთა მიზანია თავგზა აუბნიოს მოწინააღმდეგეს, შებოჭოს მისი რეზერვები და განახორციელოს განყენებული დარტყმები. გარღვევისთვის მთავარი დარტყმის მიმართულებას ირჩევენ ზემდგომი მეთაურის ხელთ არსებული საშუალებებით დარტყმების მიყენების გათვალისწინებით. გარღვევა იწყება ხანმოკლე, მაგრამ მძლავრი საცეცხლე მომზადების შემდეგ (შეზღუდული ხედვის პირობებში, ღამით იგი შეიძლება არც იყოს), ალყის ფრონტის ფარგლებს გარეთ მოქმედი ჯარების დარტყმებთან და ცეცხლით მხარდაჭერასთან ურთიერთქმედებით. ყველაზე ბრძოლისუნარიანი ჯარების დაჯგუფება, რომელშიც შეჰყავთ ტანკების და არტილერიის დიდი ნაწილი, თავბრუდამხვევი ტემპით არღვევს გარემოცვის ფრონტს. ის მიემართება ამ გარემოცვის ფარგლებს გარე ტერიტორიიდან შეტევაზე წამოსული ჯარების შესახვედრად, ხოლო ძალების ნაწილით უზრუნველყოფს გარშემორტყმული ჯარების გამოყვანას და ევაკუაციას. ცრუ მიმართულებით მოქმედი ქვედანაყოფები აქტიურად ახდენენ გარღვევის იმიტაციას. დემონსტრაციული მოქმედება შეიძლება მოეწყოს ნამდვილ გარღვევაზე უფრო ადრე ან იმავდროულად. ალყიდან გამოსვლა დასრულებულად ითვლება მას შემდეგ, რაც მნიშვნელოვანი მანძილით მოსწყდებიან მოწინააღმდეგეს ან შეუერთდებიან მთავარ ძალებს.




წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები