ალხუზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალხვჷზ-ი (აფხ. Алҳәыз) – ნართულ გადმოცემათა პერსონაჟი ალხუზთა გვარიდან. მან ნართების ერთადერთი და, გუნდა მზეთუნახავი, რძლების მიერ მოწამლული და ღრმა ხევში გადაგდებული იპოვა, სიკვდილს გადაარჩინა და შინ წაიყვანა; მოგვიანებით ნართებს გაეცნო და ოჯახის დათვალიერების მიზნით სახლში დაპატიჟა. სტუმრად წვეული ასივე ნართი ალხუზმა დაასაჩუქრა ცხენებით, ხარებითა და ძროხებით, ას-ასი სული წვრილფეხა საქონლით; ნართ სითს, როგორც ძმათა შორის უფროსს, რქებდაგრეხილი ჯიხვი უბოძა, დანარჩენებსაც ჯიხვები, არჩვები და ტახები, ნართების დედას – სათანეი-გვაშას – ტახი, ხოლო საცოლეს კაკაბი და კვერნა. მოგვიანებით ალხუზი ბოროტ გოლიათთან ბრძოლაში დაიღუპა. დამწუხრებულმა გუნდამ საქმროს ცხედართან ფიცი დადო, რომ ცოლად მხოლოდ იმ რაინდს გაჰყვებოდა, ვინც მას ორთაბრძოლაში დაამარცხებდა.



ლიტერატურა

Приключения нарта Сасрыквы и его девяноста девяти братьев. М., 1962; Сух., 1988.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები