ალ ათლამი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალ ათლამ-ი (ბალყ.-ყარაჩ. Ал атлам – „პირველი ნაბიჯი“) – საბავშვო ციკლის საოჯახო ხასიათის ბალყარულ-ყარაჩული წეს-ჩვეულება – ბავშვის მიერ პირველი ნაბიჯის გადადგმასთან დაკავშირებული სამკითხაო მაგია. წესად იყო მიღებული, საამდღისოდ „მომავალი პროფესიის არჩევის რიტუალი“ გაემართათ: ტრადიციულ სამფეხა ტაბლაზე (тепси) დაალაგებდნენ ხორციან ღვეზელებს (эт хычын), ტაბლის გარშემო კი – სხვადასვა საგნებს – დანას, ცულს, ჩაქუჩს, წიგნს (ბიჭებისთვის), თოჯინას, მაკრატელს, სარკეს, წიგნს (გოგოებისთვის). შემდეგ ბავშვს ტაბლასთან მიიყვანდნენ და უმზერდნენ, რომელ საგანს წაავლებდა ხელს. ამით არკვევდნენ პატარების მომავალ პროფესიულ ორიენტირებს.


ლიტერატურა

  • Джуртубаев М. Ч. Духовная культура карачаево-балкарского народа // Ас-Алан. М., 1998, № 1;
  • Каракетов М. Д. Традиционные верования // Карачаевцы. Балкарцы. М.,2014.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები