სურამელი ამადა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ამადა სურამელი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამადა სურამელი - ბეგა სურამელის ძე, ქართლის ერისთავი და მსახურთუხუცესი 1280/90-იან წწ-ში XIV ს-ის დასაწყისადმდე; დავით VIII-ის ერთგული თანამებრძოლი; მონღოლთა ხელშეწყობით გორში ჩასახლებული ოსების წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზატორი; XIII-XIV სს-თა მიჯნაზე მიმდინარე მღელვარე პოლიტიკური მოვლენების აქტიური მონაწილე. ამადა სურამელის შუამდგომლობით დავით VIII-მ შეიწყალა მის წინააღმდეგ მონღოლებთან გარიგებული შალვა ქვენიფნეველი და მამული აღარ დაურბია. 1302 წ., როდესაც მონღოლებმა დავით VIII-ს მონღოლი ცოლი წაჰგვარეს, აჯანყებულმა მეფემ ამადა სურამელის ასულზე იქორწინა. ამ ქორწინებიდან იშვა გიორგი VI მცირე, რომელსაც ამადა სურამელი პაპად ერგებოდა და, ცხადია, მის გამეფებას ცდილობდა. ამადას სახელი 1314 წ-ის შემდგომ წყაროებში აღარ მოიხსენიება. სავარაუდოდ, იგი შეეწირა გიორგი მცირის ბრძოლას ტახტისათვის (მ. ბახტაძე). ამადა სურამელი, როგორც მსახურთუხუცესი და ქართლის ერისთავი, ამტკიცებს დავით VIII-ის სიგელს ჭარმაულ გრიგოლ ჭაჭნიასშვლისადმი.


წყაროები და ლიტერატურა

  • ჟამთააღმწერელი 1959: 305, 307;
  • ქისკ 1984: 184;
  • ბახტაძე 2003: 173.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები