ამალთეა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თხა ამალთეა, ზევსი და სატირი. ლ. ბერნინი, მარმარილო (დაახ. 1615 წ.), რომი, ბორგეზეს მუზეუმი.

ამალთეა(ბერძნ.) ასე ერქვა იმ თხას (სხვა ვერსიით: ნიმფას), რომელმაც გამოკვება ზევსი თავისი რძით კუნძულ კრეტაზე.

სწორედ იქ გადამალა დედა – რეამ თავისი ახალშობილი ძე – ზევსი, რათა არ გადაეყლაპა მამა – კრონოსს. როდესაც ზევსი ოლიმპოსზე დამკვიდრდა, ამალთეა ცად აღაზევა (დღეს მეეტლის თანავარსკვლავედში უდიდეს ვარსკვლავს ეწოდება „კაპელლა“, რაც ნიშნავს „თხას“).

ამალთეა ზევსს განსაკუთრებულად უყვარდა. როდესაც ამალთეას რქა მოსტყდა, ზევსმა მას თავისი ღვთაებრივი ხელი შეახო და დალოცა. მას შემდეგ ამ რქას საოცარი თვისება გაუჩნდა, იგი მუდამ სავსე იყო იმით, რასაც მისი მფლობელი მოისურვებდა. სწორედ ამიტომ შეერქვა მას „სიუხვის რქა“. ხოლო როდესაც კეთილმა ამალთეამ თავისი ცხოვრება დაასრულა, მისი ტყავისაგან ზევსმა გააკეთა ფარი, რომელსაც ვერას აკლებდა მტრის იარაღი.

ასე გაჩნდა ეგისი, საოცარი აღსაჭურველი, რომელიც მუდამ თან ჰქონდა ზევსს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იუპიტერის სიახლოვით მეორე თანამგზავრს ამალთეა შეარქვეს მოგვიანებით.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები