ამანორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამანორ-ი და ვანათურ-ი (სომხ. Ամանոր – „ახალი წელიწადი“; Վանատուր – „თავშესაფრის მომცემი“) – ახალწლის ღვთაებები სომხურ მითოლოგიაში; დაკავშირებულნი არიან ნაყოფიერებასთან: ამანორს მოაქვს ახალი წლის (ძველსომხური კალენდრით, იწყებოდა აგვისტოს თვეში) პირველი ნაყოფი, ხოლო ვანათური საახალწლო დღესასწაულის (იმართებოდა ბაღავანში. თურქეთი) მრავალრიცხოვან მონაწილეებს თავშესაფარს აძლევს. ამ ღვთაებათა კულტს თვალი მიედევნება „ნუბარის“ („ახალი ნაყოფის“) სახოტბო სიმღერების ტექსტებში. ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდით, შესაძლოა, „ვანათური“ ამანორის ეპითეტი იყოს და არა დამოუკიდებელი ღვთაების სახელი.



ლიტერატურა

Арутюнян С. Б. Аманор и Ванатур // Мифы народов мира. Т. I. М., 1980.



წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები