ამბიონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ამბიონი

ამბიონი - (ბერძ. anabáinein „ასვლა“) შემაღლებული ადგილი ეკლესიაში, საიდანაც ქადაგებენ. აქ დგება მღვდელი ზიარებისა და ქადაგების დროს. ამბიონი სიმბოლურად ნიშნავს ლოდს, რომელიც ანგელოზმა ქრისტეს საფლავიდან გადააგორა.

განსხვავებით მქადაგებლის კათედრისაგან, ამბიონი ქვის ან ხის შემაღლებაა, საიდანაც ლიტურგიის დროს ცხადდება ღმრთის სიტყვა, ფსალმუნის რესპონსორიუმი, სააღდგომო სადიდებელი. ამბიონიდან შესაძლება ქადაგებისა და საყოველთაო ლოცვის წარმოთქმა.








წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები