ამგალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ამგალი

ამგალი - ქვემო ქართლში დიდი გუთნით ხვნასთან დაკავშირებული კოლექტიური შრომის ფორმა ხვნადღეების განაწილების ნორმირებული, დიფერენცირებული სისტემით.

ყოველი წევრის მონაწილეობის ანაზღაურება ხდებოდა ალოებით (1 დღის ხვნა), მისი ამ ამხანაგობაში სახვნელი იარაღით, გამწევი ძალით თუ პირადი შრომით მონაწილეობის შესაბამისად (მოდგამი). გარდა ამგალისა, აქ დიდი გუთნით ხვნასთან დაკავშირებული კოლექტიური შრომის ამ ფორმის აღსანიშნავად იხმარებოდა ტერმინი მოდგამი. მოდგამი, განსხვავებით ამგალისაგან, გულისხმობდა იმ შემთხვევას, როდესაც სახნავად ერთიანდებოდნენ „ნათესავები, ერთი წყობის და ერთი გვარის ხალხი“.

ლიტერატურა

Геладзе Т. Формы коллективного труда в земледелии Восточной Грузии, 1987

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები