ამენ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამენ - (ებრ. fuZidan ‘aman, გაძლება, მტკიცედ დგომა) ნიშნავს „ასეა“, „მართალია“, „უეჭველად“, „ნამდვილად“. სეპტუაგინტაში ესაიას სიტყვები „ჭეშმარიტი ღმერთი“ (ეს. 65:16) ითარგმნება როგორც theós amen. იოანეს გამოცხადებაში ქრისტეს ეწოდება „ამენი“ (გამოცხ. 3:14), რადგანაც ის ჭეშმარიტებას ამოწმებს. აქვს, ამასთანავე, ზმნიზედური ფუნქციაც და გამოხატავს მსმენელის თანხმობას („დიახ, უეჭველია“) მოსაუბრის სიტყვების მიმართ, შერწყმულს ნათქვამის ახდენის სურვილთან (შდრ. 3მეფ. 1:36; იერემ. 11:5; 28:6). ამგვარად „ამენი“ რელიგიური შეძახილის მნიშვნელობას იძენს, განსაკუთრებით – საკულტო მსახურებაში (შდრ. ნეემ. 5:13; 8:6). დამახასიათებელია იესოს მიერ „ამენ“-ის გამოყენება: ესაა დამადასტურებელი ფორმულა: „ამენ გეტყვი თქვენ/შენ“ („Amen dico vobis/tibi“), რომელიც 28-ჯერ გვხვდება მათეს, 14-ჯერ მარკოზის, 7-ჯერ ლუკასა და 26-ჯერ, ორმაგი ფორმით, იოანეს სახარებებში: „ამენ, ამენ გეტყვით თქვენ“ („Amen, amen, dico vobis“) ანუ „ჭეშმარიტებას გეუბნებით თქვენ“. „ამენ“ სპონტანურად გადმოვიდა ებრაული ლიტურგიიდან ქრისტიანულში, როგორც დამსწრეთა თანხმობის გამომხატველი შეძახილი.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები