ამენ-ო კაგუიამა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამენ-ო კაგუიამა(იაპონ.) „ბრწყინვალე“, „ელვარე“, ციდან ჩამოვარდნილი მთა, მაგიური ნივთების საბადო.

აქედან წაიღეს ღმერთებმა ის ჯადოსნური საგნები, რომელთა მეშვეობით გამოქვაბულში დამალული ამატერასუ გარეთ გამოიტყუეს. ესენი იყო: ხარირემის ბეჭი; ხე, რომელზეც ჯადოსნური ყელსაბამი ჩამოკიდეს; ვაზი, რომლის ლერწებით ამატერასუმ კაბის სახელოები შეიკრა; რომელიღაც ჯადოსნური მცენარის ფოთლები მაგიური რიტუალისთვის. ამ მთის მიწა მისნობისთვის გამოიყენებოდა.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები