ამერიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ამერიკა

ამერიკა - დედამიწის ნაწილი, რომელიც წარმოქმნილია ორი კონტინენტით – ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკით. კონტინენტები ერთმანეთისგან გამოყოფილია პანამის ყელით. გადაჭიმულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ დაახლოებით 16 ათ. კმ-ზე.

ამერიკის შემადგენლობაში შედის გრელანდიის და სხვა ახლომდებარე კუნძულები. ფართობი 42.5 მლნ, კმ2 ჩრდილოეთ ამერიკაში ხშირად გამოყოფენ ცენტრალურ ამერიკას და ვესტ-ინდოეთს. ქვეყნების ჯგუფს, განლაგებულს ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ ნაწილსა და მთელ სამხრეთ ამერიკაში, ხშირად მოიხსენიებენ საერთო სახელით – ლათინური ამერიკა.

ამერიკა გარშემორტყმულია ატლანტის, წყნარი და ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანეებით. ამერიკის რელიეფში გამოიყოფა მთები დასავლეთით, ვაკეები და დაბლობები – ცენტრალურ ნაწილსა და აღმოსავლეთ მხარეს. ალიასკიდან კუნძულ ცეცხლოვან მიწამდე, წყნარი ოკეანის სანაპიროს გასწვრივ, გადაჭიმულია კორდილიერების მთიანი სისტემა (სამხრეთ ამერიკაში მას ანდებს უწოდებენ), ატლანტის ოკეანის სანაპიროზე, ჩრდილოეთ ამერიკაში – აპალაჩის მთები, სამხრეთ ამერიკაში – გვიანის და ბრაზილიის დაბალმთიანეთი. ჩრდილოეთ ამერიკაში კორდილიერებსა და აპალაჩებს შორის, სამხრეთ ამერიკაში მდინარე ამაზონის, პარანასა და ორინოკოს აუზში – ვაკე-დაბლობების ზონებია გადაჭიმული (დიდი და ცენტრალური ვაკე, ამაზონის დაბლობი, ლაპლასიის ვაკე, ლიანის – ორინოკო, ჩრდილოეთ ამერიკაში ატლანტისპირა და მექსიკისპირა დაბლობი).

ამერიკა მდებარეობს 7 კლიმატურ ზონაში ამერიკის დიდი მდინარეებია: მისისიპი (მისურით), ამაზონი (მადეირათი), პარანა (პარაგვაით). ჩრდილოეთ ამერიკაში დიდი ტბებია: ზემო ტბა, ჰურონი, მიჩიგანი, დიდი დათვი, ვინიპეგი, ონტარიო და სხვა.

მცენარეული საფარი მრავალფეროვანია (ტუნდრა, პრერია, ნახევარუდაბნო და უდაბნო, ტყეები და სავანები). ამერიკაის წიაღი მდიდარია რკინით და მარგანეცით, აირით და სხვა.

ამერიკის მოსახლეობა მრავალფეროვანია. მასში შერეულია ევროპეიდული, მონგოლოიდური და ნეგროიდული რასები. განსაკუთრებით მჭიდროდაა დასახლებული ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი ნაწილი და აშშ-ის წყნარი ოკეანის სანაპირო რაიონები, ცენტრალური ამერიკა, ვესტ-ინდოეთი, სამხრეთ ამერიკის ცენტრალური ნაწილი. თითქმის დაუსახლებელია ალიასკა, კანადის ჩრდილოეთ ნაწილი, ამაზონის აუზი. ამერიკაში 50 ქვეყანაა, მათ შორის 28 დამოუკიდებელი. ამერიკის სახელმწიფოები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ მსოფლიო ეკონომიკასა და პოლიტიკაში. წამყვანი როლი ეკუთვნის აშშ-სა და კანადას.





წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები